მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სხვადასხვა მისამართზე უცნობმა პირებმა გასაშრობად გაფენილი სარეცხი მოიპარეს

ქუთაისში სხვადასხვა მისამართზე უცნობმა პირებმა გასაშრობად გაფენილი სარეცხი მოიპარეს

ქუთაისში, სხვადასხვა ქუჩაზე უცნობმა პირებმა გაფენილი სარეცხი მოიპარეს.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში გუშინ ღამით მომხდარ შემთხვევებს იხსენებენ და ამბობენ, რომ დღეს დილით გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი აღარ დახვდათ.

“ახალი წლის ღამეს რომ ტანსაცმელს მოიპარავ, როგორი წელი უნდა გქონდეს?! დამტოვეს ტანსაცმლის გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის მკვიდრი.

აღნიშნულ სტატუსს ქუთაისში მცხოვრები სხვა პირებიც გამოეხმაურნენ და მათაც განაცხადეს, რომ ანალოგიური ფაქტი მათ კორპუსებშიც მოხდა.

კომენტარები