მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება – მოთხოვნები უცვლელია

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება – მოთხოვნები უცვლელია

ქუთაისში ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეები 142 დღეა, ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები