ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან პროტესტის 207 დღესაც შეიკრიბნენ.
ნინო დათაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
მას თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები