ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 25-ე დღეა. ადგილობრივები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი, სადაც გზა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
მათი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება უნდა დათმოს, რადგან ქვეყნის გარუსებას აპირებს, რასაც საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
კომენტარები