ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 79-ე დღეა.
ქუთაისელები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ყოველდღე მოითხოვენ.
ისინი “ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართული ოცნება” ადამიანებს უკანონოდ აკავებს და შემდეგ რეჟიმის მოშიმშილე ტყვეებს სასიკვდილოდ იმეტებს.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულია “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს.
კომენტარები