ხელახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები 126 დღეა, მერიასთან იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები