მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ქალების მარში მიმდინარეობს

ქუთაისში ქალების მარში მიმდინარეობს

ქუთაისში ქალების მარში მიმდინარეობს.

ქუთაისელი ქალები თავდაპირველად სიმბოლურად წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლასთან შეიკრიბნენ, რომელიც დაარსებისას ქალთა სასწავლებელი იყო.

ისინი ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და შეძახილებით ქალებს მარშში შეერთებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არ შეეგუონ ჩაგვრას, უთანასწორობას და ოლიგარქიულ მმართველობას.

აქციის მონაწილეები ასევე, აცხადებენ, რომ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, რომელიც რეჟიმის ტყვეა.

კომენტარები