ქუთაისში ყოფილი სამხედრო ყაზარმა 6 მლნ ლარად იყიდება.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩა №21ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზებისთვის აუქციონი 17 ივნისს გამოცხადდა და 2 ივლისს დასრულდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიწის საერთო ფართი 10827 კვ.მ-ია, ხოლო უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
“უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ყოფილი ე. წ. ყაზარმა; კლუბის შენობა „კოლიზეუმი“). ძეგლებთან მიმართებაში აუცილებელია დაცული იქნეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები. კერძოდ, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები დადგენილია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თაობაზეც საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, – აღნიშნულია აუქციონის განმარტებით ინფორმაციაში.
კომენტარები