მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ხე მოჭრეს და უსახური ჯიხური დადგეს”

“ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ხე მოჭრეს და უსახური ჯიხური დადგეს”

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კომერციული ობიექტის  მოწყობის სანაცვლოდ ჭადრის ხე მოჭრეს.

თავდაპირველად ხის მოჭრის მიზეზად მისი  სიძველე და მოქალაქეებისათვის  შესაძლო საფრთხის შექმნა დაასახელეს, თუმცა მალევე ადგილზე  რკინისა და მინის კონსტრუქციის ობიექტი მოაწყვეს.

“ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი მე-6 ატეესის გვერდით, ამ უსახური ჯიხურის ადგილზე ჭადრის ხე იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოჭრეს იმ მიზეზით, რომ ლპებოდა და საშიშროებას წარმოადგენდა გამვლელთათვის. ხის მოჭრიდან სადღაც ერთ თვეში კი ეს კონსტრუქცია წამოჭიმეს. საინტერესოა, ვინ გასცემს ნებართვას მწვანე ნარგავების ვიღაცის ინტერესებისთვის მოჭრის შესახებ?! თუ ხელისუფლებასთან კარგად ხარ, გამოდის ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. ისე თუ დააკვირდებით, ბოლო დროს მსგავსი ფარდულები ძალიან მომრავლდა ქალაქში”,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

კომენტარები