მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახლადმოწყობილი “ერთკაციანი ტროტუარი” დაანგრიეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახლადმოწყობილი “ერთკაციანი ტროტუარი” დაანგრიეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის 24 ნომერში ახლადმოწყობილი “ერთკაციანი ტროტუარი“ დაანგრიეს.

მორიგი კურიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის დანგრევის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ილია ჭავჭავაძის 24 ნომერში ქვეითებისთვის მოწყობილ ტროტუარზე მოძრაობა ერთი ადამიანისთვისაც რთული იყო.

არაჯეროვნად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ჯერჯერობით სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არ მოხვედრილა, რადგან ქვეითებისათვის განკუთვნილი ტროტუარის მოწყობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან აღნიშნული ტროტუარის ჯერ მოწყობაში და მერე დანგრევაში, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები