იანვარში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 39 ქუთაისში.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოავლინეს.
ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტოტრანსპორტის მართვის ყველაზე მეტი – 215 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა; 87 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ბათუმში, 70 – რუსთავში, 39 – ქუთაისში.
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 შემთხვევიდან 355 ფიზიკური პირი, ხოლო 56 იურიდიული პირი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 247 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების, 142 – მიკროავტობუსის, 22 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების სახელზეა შედგენილი.
ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება”, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კომენტარები