მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 129 დღეა, ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში 129 დღეა, ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში მოქალაქეები 129 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეების თქმით, “ოცნების” პოლიტიკა ყოველდღიურად აზიანებს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება და უფრო მასშტაბური გახდება.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები