მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შიმშილობის მე-40 დღეს შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა

შიმშილობის მე-40 დღეს შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა

შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

დღეს შიმშილობის მე-40 დღეა.

შუქრუთელები თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

19 სექტემბერს შუქრუთელებმა მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია.

კომენტარები