2024 წელს ზესტაფონში 501 ბავშვი დაიბადა, 776 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, ზესტაფონში 2023 წელს 537 ბავშვი დაიბადა, 727 ადამიანი გარდაიცვალა.
2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 571 ბავშვი დაიბადა, 816 ადამიანი გარდაიცვალა.
ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები