შროშა – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. განვითარებულია მეთუნეობა. სოფელში არის მარმარილოს კარიერი, საჯარო სკოლა, საექიმო ამბულატორია.
სოფელში შემორჩენილია ციხის და ორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელთაგან ერთი XI-XII საუკუნეებისა, მეორე კი — XIV საუკუნის.
კომენტარები