მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შუქი არ მოვიდა”, – ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს აღარ გაიმართება

“შუქი არ მოვიდა”, – ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს აღარ გაიმართება

ქუთაისში საკრებულოს სხდომა უშუქობის გამო ჯერ დროებით გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ აღარ შედგა.

ამის მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შუქის წასვლა გახდა.

“დღეს სხდომა აღარ იქნება”,- უთხრეს ადგილზე “ინფო იმერეთს”.

ელექტროენერგია მაშინ გაითიშა, როდესაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარე შეიკრიბნენ და სხდომას იწყებდნენ.

დღევანდელ სხდომას ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტებიც  ესწრებოდნენ.

კომენტარები