ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი 300 დღეა, უშედეგოდ გრძელდება.
სოფლის მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” და სახელმწიფოსგან განადგურებული საცხოვრებლის და საარსებო გარემოს გამო სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.
მოსახლეობამ თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, რის შემდეგაც “ქართული ოცნებისგან” მიიღო დაპირება პრობლემის მოგვარების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეები საკუთარ სოფელს დაუბრუნდნენ, თუმცა ამის შემდეგ მათ არავინ დაკავშირებია.
კომენტარები