ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 24 აგვისტოს, სოფელ ჭორვილაში “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
ადგილობრივები 24 აგვისტოს, 15:00 საათზე კოროხნალის მაღაროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით ჭორვილისკენ გაემართებიან.
ადგილობრივების თქმით, ისინი აპირებენ, ივანიშვილს სთხოვონ, პროცესებში ცენტრალური მთავრობა ჩაერთოს.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.
ამავდროულად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის გამო დიდი ხანი მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ და მოსახლეობისგან 6 მილიონ ლარამდე თანხას ითხოვს.
შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 160 დღეზე მეტია, გრძელდება და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.
კომენტარები