მთავარიახალი ამბებისლაიდი

შქმერში ადგილობრივები წიაღისეულის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ

შქმერში ადგილობრივები წიაღისეულის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ

მასშტაბური აქცია რაჭაში – ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 150 ჰექტარი ტერიტორია უნდა გადაითხაროს.

რაჭველები ამბობენ, რომ მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.

როგორც ცნობილია, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.

კომენტარები