მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩაიშალოს კონცერტი” – ქუთაისში თემურ თათარაშვილის საღამოს ჩატარებას აპროტესტებენ

“ჩაიშალოს კონცერტი” – ქუთაისში თემურ თათარაშვილის საღამოს ჩატარებას აპროტესტებენ

ქუთაისში ჩანიშნულ თემურ თათარაშვილის კონცერტს ადგილობრივები აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, იმ დროს, როცა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიური ვითარებაა, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერმა მომღერალმა კონცერტი არ უნდა ჩაატაროს.

“მაშინ, როდესაც ქუთაისის სავადმყოფოები ასეულობით კოვიდინფიცირებულს ვერ უმკლავდება, როდესაც საავადმყოფოებში საწოლები მაშინ თავისუფლდება თუ ვინმე გარდაიცვლება, ჩვენი მთავრობა საიუბილეო ტურნეს უწყობს თემურ თათარაშვილს. დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს დაგეგმილი აღლუმი. მოგიწოდებთ ყველას, ხვალ, 17:00 საათზე გამოხვიდეთ მესხიშვილის თეატრთან და ერთად გავაპროტესტოთ თემურ თათარაშვილის კონცერტი”, – წერს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.

შეგახსენებთ, რომ თემურ თათარაშვილის კონცერტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს, საღამო მესხიშვილის თეატრში 18:30 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები