“რა არის თქვენი საახალწლო სურვილი”,- ეს კითხვა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს “ინფო იმერეთის” რედაქციამ ქუთაისში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუსვა.
ხანდაზმულები საყოფაცხოვრებო ნივთებს ასახელებენ, ნაწილს თბილი ოთახის ქოში სურს, ნაწილს ხელჯოხი, ზოგს კაშნე, ზოგს კიდევ ჟაკეტი.
“ინფო იმერეთის” რედაქცია კეთილი ადამიანების დახმარებით შეეცდება მათ ეს სურვილები შეუსრულოს.
ასევე სააგენტოს მკითხველების ნაწილს სურს მათ ფინანსურად დაეხმაროს, რის გამოც “ინფო იმერეთის” ანგარიშის ნომერს ვაქვეყნებთ: GE11TB7539445061100002.
კომენტარები