უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული.
“მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას.
ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები