მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ქუთაისში პროტესტი გრძელდება

“ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ქუთაისში პროტესტი გრძელდება

“ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, – ამ შეძახილებით და ამ შინაარსის ბანერი გაშალეს აქციის მონაწილეებმა ქუთაისში.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა, ასევე ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.

ქუთაისში ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რაც შეეხება “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან ის საპატიმროში შიმშილობს.

კომენტარები