წყალტუბოში “ცივი ტბის” რეაბილიტაცია დასრულებულად გამოაცხადეს, თუმცა როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დრომდე არ არის დასრულებული.
პერიმეტრზე მოწყობილი საპირფარეშოები ამ დრომდე დაკეტილია, ასევე, ტბის მიმდებარედ არ არის განთავსებული ძელსკამები.
“ცივი ტბა” გახსნეს, ფოტოებით იპოზიორეს, 16 მილიონზე მეტი დახარჯეს და საპირფარეშო ვერ გახსნეს, ასევე, ტბის მიმდებარე პერიმეტრზე, რომელსაც იდეაში რეკრეაციული დატვირთვა არ აქვს, დასასვენებლად ძელსკამებიც კი არ არის განთავსებული. 16 მილიონი კი არა 16 ათასი არ ექნებათ დახარჯული”, – აცხადებს კურორტ წყალტუბოს მკვიდრი.
წყალტუბოში “ცივი ტბის” რეაბილიტაცია გასულ კვირაში დასრულდა. როგორც რეგიონალური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ღირებულებამ 16.2 მილიონი შეადგინა.
კომენტარები