მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ციკლოდოლი აღარ შემოდის” – მენტალური პაციენტები ეფექტური მკურნალობის გარეშე დარჩნენ

“ციკლოდოლი აღარ შემოდის” – მენტალური პაციენტები ეფექტური მკურნალობის გარეშე დარჩნენ

საქართველოში მენტალური დაავადებების მქონე პაციენტები მორიგი პრობლემის წინაშე დადგნენ – მათთვის აუცილებელი პრეპარატი ციკლოდოლი, რომელიც ნეიროლეპტიკების გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად გამოიყენება, ქვეყანაში ამოწურულია.

ნეიროლეპტიკები პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მათ მოხმარებას ხშირად თან ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუნთების სპაზმები, ტკივილი და ნერვიულობა. ამ მოვლენების სამართავად ექიმები დამაბალანსებელ ციკლოდოლს ნიშნავდნენ, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაში ამოწურულია.

მედიკოსების ნაწილი დღეს იძულებულია, ციკლოდოლის ნაცვლად ნაკლებად ეფექტური ალტერნატივები გამოიყენოს, რაც, სპეციალისტების შეფასებით, პაციენტების მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს სათანადოდ. შედეგად, თერაპიის ხარისხი იკლებს და ფსიქიატრიულ პაციენტებს სრულფასოვანი მკურნალობის მიღება ურთულდებათ.

საჭიროა ჯანდაცვის უწყებების სწრაფი რეაგირება – სპეციალისტები მოუწოდებენ სამინისტროს, უზრუნველყოს ციკლოდოლის ან მისი ეფექტური ანალოგის შემოტანა და ხელმისაწვდომობა, რათა მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობის სტანდარტები არ დაზიანდეს.

კომენტარები