მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძალიან გვეშინია, ყველგან ქვეწარმავალს ვხედავთ”, – ქუთაისში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

“ძალიან გვეშინია, ყველგან ქვეწარმავალს ვხედავთ”, – ქუთაისში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები  ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ სხვადასხვა ადგილზე ქვეწარმავლები შენიშნეს.

მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“რამდენიმე დღის წინ მეორადების მაღაზიაში შედიოდა, პანიკა ავტეხეთ და გაიქცა და კორპუსის სადარბაზოში შევიდა. ასევე ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ქსელური მარკეტის საწყობში იპოვეს გველი.

მეზობელმა თქვა ასევე, რომ ეზოშიც დაინახა. ძალიან გვეშინია და ვითხოვთ რეაგირებას”, – ამბობს “ინფო იმერეთთან” საუბრისას ადგილობრივი.

კომენტარები