მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უსამართლობა ვერ იზეიმებს, გთხოვთ ხვალ შემოგვიერთდით აქციაზე”

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უსამართლობა ვერ იზეიმებს, გთხოვთ ხვალ შემოგვიერთდით აქციაზე”

მინდა გთხოვოთ, ხვალ, აქციაზე შემოგვიერთდეთ და ყველამ დაგვიჭიროთ მხარი, – ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

“დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღეა, შიმშილობს, გახდა შეუძლოდ და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ყოველდღიურად თავს გვესხმიან. მქონდა ინფორმაცია, რომ კოროხნალის ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას, მოვბილიზდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი სამხარეო პოლიცია, ჩვენზე სამჯერ მეტი იყვნენ. იყო შეხლა-შემოხლა, შესვლას ცდილობდნენ, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას და მაინც შეანგრიეს ჭიშკარი და ჩართეს განიავების ვენტილატორი შუქრუთის და კოროხნარის მაღაროებში.

დაკავებას რაც შეეხება, ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, მათი ნაწილი საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ ტერიტორიაზე. მხოლოდ დაზარალებულის მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობითაა ის ბრალდება, რაც “რუსთავი 2”-მა, “იმედმა” და “პოსტივიმ” გაავრცელეს. ამას სჭირდება მტკიცებულება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უსამართლობა ვერ იზეიმებს”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

დაკავებული მაღაროელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარადების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, ხვალვე ჭიათურაში, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

კომენტარები