მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძირს რუსული რეჟიმი” – უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ქუთაისში, “ოცნების” ოფისთან მივიდნენ

“ძირს რუსული რეჟიმი” – უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ქუთაისში, “ოცნების” ოფისთან მივიდნენ

ქუთაისში პროევროპული აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რამდენიმე წუთით “ქართული ოცნების” ოფისთან შეძახილებით – “ძირს ოლიგარქიული რეჟიმი, ძირს “ქართული ოცნება”, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის გარუსება სურს” შეჩერდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი 128 დღეა, გრძელდება.

კომენტარები