ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრს თანხა მოჰპარეს.
დაზარალებული ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ უცნობმა პირმა 30 ლარი ამოაცალა.
მოქალაქე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით მას მედიკამენტები უნდა შეეძინა.
“დღეს, პირველ ნომერ წრიულში ჯიბიდან ამომაცალეს 30 ლარი. ვინც ამომიღო ეგ ფული, ღმერთმა წამლებში შეგარგოს თუ აქ ხარ და ნახავ… იქნებ რისთვის მჭირდებოდა ეგ ფული უნამუსო ადამიანო. ბავშვზე წამალი უნდა მეყიდა მაგ ფულით და შენ წამართვი, არ შეგარგებს ღმერთი. მე კიდევ დამტოვე უფულოდ და უწამლოდ არაადამიანო. როგორ ვიყიდო ახლა, არ შეგარგოს ღმერთმა სიმწრით ნაშოვი”, – წერს მოქალაქე.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაზრდილ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობენ.
კომენტარები