ქუთაისში, ქვეითებისთვის განკუთვნილი არცერთი ტროტუარი, წვიმაში მოსახლეობაზე გათვლილი არ არის. ქვეითთა სამოძრაო პერიმეტრზე ძირითად შემთხვევაში წყალი დგას და მასზე მოძრაობა კომფორტულად შეუძლებელია.
ოპერის თეატრთან კი, იქ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წვიმაში გავლა შეუძლებელია, რის გამოც ადგილობრივები იძულებულები გახდნენ, ხის კონსტრუქციები განელაგებინათ.
“წყლის გუბეები დგას ტროტუარებზე, ან კიდევ ისე უხარისხოდ არის გაკეთებული, ქვაფენილს ფეხს რომ დააბიჯებ, წყალი სახეში გესხმება. მერიის მაღალჩინოსნები წვიმაში გარეთ არ გამოდიან, ან თუ გამოვლენ, ჯიპებით მოძრაობენ, ჩვენ რა დავაშავეთ რიგითმა ქუთაისელებმა. რატომ ვეღარ გაძღა მაგათი მუცლები, რომ ჩვენზეც იფიქრონ, ხალხზე. მრცხვენია ასეთი უსირცხვილო მთავრობა რომ გვყავს. წვიმის გუბეებში ჩალაგებული ეს ხის ნაჭრები და დასველებული და გამწარებული ქუთაისელები არის ამ ხელისუფლების სახე”, – ამბობს ადგილობრივი ნინელი კაპანაძე.
კომენტარები