მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“წინააღმდეგობა, რომელსაც ვხედავთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში, საკმაოდ დიდია”

“წინააღმდეგობა, რომელსაც ვხედავთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში, საკმაოდ დიდია”

რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგობა, რომელიც ახლა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებშია, საკმაოდ დიდია.

“ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება. პრინციპში, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში.

გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, უხეშად რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა – ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც ხდება უკრაინაში. საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, მაშინ ის შეძლებს იგივე ომის დაწყებას საქართველოში, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში, საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრორუსული პარტია.

იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”, – აცხადებს პოდოლიაკი.

კომენტარები