ხანძარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – სოფელ ტყაჩირში ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
“ინფო იმერეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე არსებული ხანძრის კერები მეხანძრე-მაშველებმა დროულად ჩააქრეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები