მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

წყალტუბოს “სამგურალი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. იტალიელი სპეციალისტის როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით გუნდი წყალტუბოში ვარჯიშობს.

პირველ თებერვალს “სამგურალს“ ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი მარტვილის „მერანთან“, მაგრამ ეს შეხვედრა აღარ ჩატარდება. 3 თებერვლიდან  კი წყალტუბოელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპს 3-დან 16 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში გაივლიან.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სამგურალი” თურქეთში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

5 თებერვალი: “სამგურალი“ – „ლივი ბერეგ“ (უკრაინა);

8 თებერვალი: “სამგურალი“ – „ქაირათი“ (ყაზახეთი);

12 თებერვალი: “სამგურალი“ – „ოლმალიკი“ (უზბეკეთი);

14 თებერვალი: “სამგურალი“ – „ყიზილყუმი“ (უზბეკეთი);

16 თებერვალი: “სამგურალი“ – „ჟეტისუ“ (ყაზახეთი).

კომენტარები