მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოს “სამგურალმა” სამი ბრაზილიელი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალმა” სამი ბრაზილიელი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალმა“, რომელიც ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, სამი ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.

24 წლის მიშელ კუსტოდიო (191 სმ) ცენტრალური მცველია და გუნდს „მიქსტოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ეს კლუბი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ბრაზილიის სერია A-ში თამაშობდა, ამჟამად კი სერია D-ში გამოდის.

„სამგურალის“ მეორე ახალწვეულიც ცენტრალური მცველია – რაიანი, რომელიც 23 წლისაა. მისი ბოლო კლუბი ბრაზილიური მანაუს „მანაუარა ესპორტე კლუბე“ იყო, რომელიც 2020 წელს დაარსდა და 2023 წლის სეზონში პირველად გავიდა ბრაზილიის ჩემპიონატზე – ამჟამად D-ში თამაშობს.

კიდევ ერთი ახალწვეული ველისოლია – ცენტრალური თავდამსხმელი ავსტრალიის მთავარი დივიზიონის „ნიუკასლ ჯეტსიდან“, სადაც ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელაძე თამაშობდა. 27 წლის ფეხბურთელი კლუბებს ხშირად იცვლიდა, ძირითადად კი ბრაზილიაში თამაშობდა.

გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს 28 ივნისს „გონიოსთან“ ჩაატარებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ახალწვეულებიც ითამაშებენ.

კომენტარები