მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი სახელმწიფოს დაუბრუნდა

წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი სახელმწიფოს დაუბრუნდა

ორ წელიწადში სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი დაუბრუნდა, მათ შორის, “მედეა“, რომელიც თავის დროზე 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა „მეშახტე“ და “ცისკარიც“. დაბრუნების მიზეზი საპრივატიზაციო ვალდებულებების არშესრულება იყო.

წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი 2022 წელს წარუდგინა, ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა.

პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოვიდა შემდეგი სანატორიუმები: „უშიშროება“, „სავანე“, „მედეა“, “თბილისი“, „სამგურალი“, „გელათი“, „გეოლოგი, „რკინიგზელი“, „წყალტუბო“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, “ფილიალი“, სასტუმრო „წყალტუბო“ და „აია.

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 2022 წლიდან დღემდე 5 სანატორიუმი გასხვისდა, თუმცა, მათგან ერთი სახელმწიფოს დაუბრუნდა. კერძოდ, 2022 წლიდან დღემდე გასხვისდა სანატორიუმები „მედეა“, “უშიშროება“, “სამგურალი“, „თბილისი“ და „წყალტუბო“.

კომენტარები