ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში “ცივი ტბის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, გაწვიმებისას კი გაირკვა, რომ საპარკინგე სივრცეში წყალი დგება.
დატბორილი საპარკინგე სივრცის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პროექტი “ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16.2 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბაზე გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები.
დასრულებული პროექტი მინისტრმა რევაზ სოხაძემ რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა.
კომენტარები