მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში აქციის მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

ჭიათურაში აქციის მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

ჭიათურაში  უწყვეტი პროტესტის პარალელურად, აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ორშაბათიდან მას სხვებიც შეუერთდებიან.

პროტესტი, რომელიც 2 თვეა, გრძელდება, გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.

ამის შემდეგ თანამშრომლები ახალ პირობებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ 24 აპრილს კომპანიამ 300-მდე ადამიანი დაიბარა და კიდევ 200 დასაქმებულის დაბარებას გეგმავს, რათა რეორგანიზაცია დაიწყოს.

მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებისგან ითხოვს, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.

კომენტარები