მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან – პროტესტს თბილისიდან და ქუთაისიდანაც უერთდებიან

ჭიათურაში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან – პროტესტს თბილისიდან და ქუთაისიდანაც უერთდებიან

ჭიათურაში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

ადგილზე იმყოფებიან მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები, ასევე ჭიათურაში დაიწყეს ჩასვლა თბილისელმა და ქუთაისელმა აქტივისტებმაც.

ამ დროისთვის ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს.

პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.

მაღაროელთა აზრით, რეორგანიზაცია, რასაც კომპანია ითხოვს, დასაქმებულთა რაოდენობას 3620-დან, დაახლოებით, 1500-მდე შეამცირებს.

კომენტარები