მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს

ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს

ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს.

“ჭიათურმანგანუმში” დასაქმებულები კომპანიას დადებული პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით,  თებერვალში კომპანიას მათთვის ხელფასის ის 60%-იც აღარ გადაუხდია, რომელსაც საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ ისედაც შეფერხებებით იღებდნენ.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია არსებული ვითარება, რადგან სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და იძულებული ხდებიან, ქვეყანა დატოვონ, რაც მათ არ სურთ.

მათივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზს” მადნის მოპოვება არ შეუწყვეტია – კომპანია მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებს და ქალაქიდან გააქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ჯორჯიან მანგანეზი” საკუთარ პოზიციას კვირის ბოლომდე დააფიქსირებს.

ჭიათურის მაღაროებში საწარმოო პროცესი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერდა.

კომენტარები