მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელების მხარდასაჭერად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ

ჭიათურაში მაღაროელების მხარდასაჭერად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ

ჭიათურაში მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ.

პროტესტის 71 დღეს მაღაროელები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეები დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, კუთვნილ ხელფასებზე და პროცესებში ხელისუფლების ჩართულობას მოითხოვენ.

მათივე თქმით, ამ დროისთვის შიმშილობას 5 მაღაროელი აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს გასული წლის ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. მიმდინარე წლის 7 მარტს “ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

კომენტარები