მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

მეორე დღეა, ჭიათურაში ორი მაღაროელი შიმშილობს. პროტესტის უკიდურეს ფორმას მშრომელებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მრავალდღიანმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

36 დღეა, მაღაროელები უმუშევრობასა  და უხელფასობას აპროტესტებენ.

დღეს საკრებულოს სხდომას აქციის რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრება. სხდომაზე “ჭიათურის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და მაღაროელების პროტესტი” განიხილება.

საკრებულოს სხდომაზე სოფელ ზოდიდან ჩასული მოქალაქეები არ შეუშვეს, არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. საკრებულოს აპარატის უფროსმა მიზეზად გადაჭედილი დარბაზი დაასახელა.

კომენტარები