მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში პროტესტის მონაწილეები დააკავეს

ჭიათურაში პროტესტის მონაწილეები დააკავეს

ჭიათურაში პროტესტის მონაწილეები დააკავეს.

მაღაროელები აცხადებენ, რომ დაკავებულია 4 ადამიანი და მათი დაკავება წუხელ მოხდა.

დაკავებულები არიან გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. მათგან სამის დაკავება საპროტესტო კარვიდან მოხდა.

“ძალადობრივი ქმედება, ძალის გადამეტება, ფიზიკური დაპირისპირება… მოგვექცნენ ისე, როგორც ბოროტმოქმედებს. ქალბატონებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს მობილურები, თითებზე ფეხის დაბიჯება ტელეფონის ხელიდან გასაშვებად. ჭიათურა, მონობისთვის გამზადებენ“, – წერენ პროტესტის მონაწილეები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 60 დღეა, გრძელდება, მათმა ნაწილმა გუშინ შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები