ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე ქალის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მას სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანს.
ცოტა ხნის წინ დაძაბული ვითარება იყო სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, სადაც შუქრუთის მოსახლეობა 400 დღეზე მეტია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებს.
პოლიციამ მაღაროს შესასვლელი ძალის გამოყენებით გახსნა. როგორც იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი განახლდეს, უნდა მოხდეს სპეციალისტების მიერ მაღაროს შემოწმება. მან ადგილზე შეკრებილებს მოუწოდა, ხელი არ შეეშალათ პროცესისთვის.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლისთვის მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, “მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ ადგილზე უწყების წარმომადგენლები იქნებიან მობილიზებული.
კომენტარები