მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში საკრებულოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ

ჭიათურაში საკრებულოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ

ჭიათურაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, თუმცა მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც სხდომის გასაშუქებლად მივიდნენ, კიბეებზე სხედან, რადგან დაცვა ეუბნება, რომ ვერ შეუშვებს.

საკრებულოს სხდომა კანონით  საჯაროა, მასზე დასწრების უფლება კი ნებისმიერ ადამიანს აქვს.

პირი, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ მედიის წარმომადგენლები სხდომაზე არ შეუშვან, კანონდამრღვევია და მასზე დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს.

კომენტარები