ჭიათურაში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მოსახლეობა ამ დროისთვისაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია შეკრებილი და მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
მათი თქმით, 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
ჭიათურის მოსახლეობას ხელისუფლებას მიმართავს, პრობლემით დაინტერესდეს.
მაღაროელებმა აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ კომპანიამ თებერვლის თვის ხელფასები არ გადაუხადა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, “ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
კომენტარები