ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მაღაროელები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აცხადებს, რომ ჭიათურას ახლა გადარჩენა სჭირდება.
ჭიათურელი მაღაროელები თვეზე მეტია, საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათ კომპანიისგან ბოლო რამდენიმე თვის ხელფასიც არ აუღიათ.
კომენტარები