მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში შიმშილობის მე-15 დღეს ტარიელ მიქაცაძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ჭიათურაში შიმშილობის მე-15 დღეს ტარიელ მიქაცაძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ჭიათურაში პროტესტის 126-ე და შიმშილობის მე-15 დღეს მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა.

ამ დროისთვის მას კარავში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ჭიათურაში ამჟამად 7 ადამიანი შიმშილობს, სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი – მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოგსაძეს, შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე და მერაბი სარალიძე (ციხეში).

მათი თქმით, პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნა უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლებაა.

მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები