მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში შობადობა შემცირდა, სიკვდილიანობა გაიზარდა (საქსტატის მონაცემები)

ჭიათურაში შობადობა შემცირდა, სიკვდილიანობა გაიზარდა (საქსტატის მონაცემები)

2024 წელს ჭიათურაში 334 ბავშვი დაიბადა, 582 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჭიათურაში 2023 წელს 381 ბავშვი დაიბადა, 540 ადამიანი გარდაიცვალა.

2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტში 376 ბავშვი დაიბადა, 675 ადამიანი გარდაიცვალა.

ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები