ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელებს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა.
“მაღაროელის” ინფორმაციით, ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი – მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოგსაძეს, შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე და მერაბი სარალიძე (ციხეში).
“დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.
პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა – ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე, შავლეგი გოგსაძე.
შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბი სარალიძე (ციხეში)
ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი – იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.
თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!”, – წერენ მაღაროელები.
კომენტარები