მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჭიათურა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლის მუდმივი დანაკლისის გამო”

“ჭიათურა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლის მუდმივი დანაკლისის გამო”

“ჭიათურა ბოლო რამდენიმე კვირაა, სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლის მუდმივი დანაკლისის გამო” – ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ.

“ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3 620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით. მოგეხსენებათ, ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.

მოგმართავთ თხოვნით, გამოგვიგზავნოთ, ან აფთიაქებში უფასო გახადოთ პირველადი დანიშნულების მედიკამენტები, რომელზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება.

ასევე, გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ კვებაზე. და ბოლოს, გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად”, – წერენ მაღაროელები.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 39 დღეა, გრძელდება. მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

კომენტარები